Artists and reserchers with contrary ways and material will be asked to interact, melt their ideas and work together in the workshop space.
Being confronted with our opposites, we question our common ways and habits and test our individual knowledge and experiences.  This clash of opposites creates friction, which will give the necessary push to flex our minds, limits and imagination. A third neutral party to be open for confrontations will supervise artists, when necessary.
Goal of working together in this manner with opposites is to divide common notions into many pieces, which are charged for everyone with their own meaning; then in the process of work to give and get stimulation to synthesize different perceptions and forms; at the end to create one art piece seen from all possible corners.
The subject of the project will be transformed for everybody. What was in the beginning general and abstract becomes in the process very personal, by being confronted with many points of views. The challenge of working together in these manners is to accept variations. It is an attempt to create a new language or to remember the one that was forgotten.




საპირისპირო ხედვის მქონე და კონტრასტულ მასალაზე მომუშავე მონაწილეებს სთხოვენ ურთიერთქმედებას, რათა შეიქმნას ერთიანი სამუშაო გარემო. მონაწილეებთან აქტიური ურთიერთობითა და უკუკავშირით, კითხვის ნიშანს ვუსვამთ ჩვენთვის მიღებულ ხერხებსა და ჩვევებს, ვამოწმებთ ჩვენს ინდივიდუალურ ცოდნასა და გამოცდილებას. Საპირისპირო შეტაკება ქმნის ურთიერთმაკავშირებელ ენერგიას - “ხახუნის ძალას”, რაც აუცილებელ ბიძგს მისცემს გონებას, ზღვრებისა და წარმოსახვის გასაშლელად. Პროექტის ორგანიზატორები ნეიტრალური პოზიციით  საჭიროების შემთხვევაში, მიმართავენ მონაწილეებს ურთიერთკავშირზე. ამ გზით მუშაობის მიზანია საპირისპირო ელემენტების შეჯახების მეშვეობით ერთფეროვნების გარღვევა, სადაც საერთო ცნებათა ბევრ ნაწილად გაყოფა ყოველი მონაწილისთვის საკუთარი მნიშვნელობით დაიმუხტება; მუშაობის პროცესში სტიმული და მზაობა სხვადასხვა აღქმისა და ფორმის სინთეზს განაპირობებს; დასასრულს ერთიანი მონაწილეობით შექმნილი ხელოვნების ნიმუში ყველა შესაძლო პოზიციით აღიქმება.
Პროექტის თემა ყველასათვის გარდაიქმნება. ის, რაც თავიდან ზოგადი და აბსტრაქტული იყო, პროცესში გაცილებით პერსონალური, მრავალი ხედვით დაპირისპირებული და გამთლიანებული ხდება. Დასასრულს, ერთიანი შედეგი - ექსპერიმენტული გამოფენის ფორმატში იძენს კოლექტიურ თვისებებს და ერთ მოცემულობაში შერწყმული, პარადოქსულად  სრულყოფილ ქმნილებად გვევლინება. ამ რეჟიმში მუშაობის ერთადერთი გამოწვევა ვარიაციების მიღებაა. ეს არის ახალი ენის შექმნის მცდელობა ან დავიწყებულის გახსენება.