SOLARIS refers to the Solar System and sets elements interacting with each other in accordance to certain rules.
Main mission of SOLARIS is to learn about human beings in the fields of art.
Our aim is to synthesize creative, theoretical, philosophical or scientific thoughts to generate a multidisciplinary artistic research.
We organize projects and bring together artists, researchers, creative minds from all possible disciplines and directions, who will work together in one space, on one basis.
Participants are asked to come with an idea to a given subject - idea meaning not a product, but perception and affection.
The challenge of working together in these manners is to accept variations. It is an attempt to create a new language or to remember the one that was forgotten.



SOLARIS მზის სისტემის მსგავსად ქმნის ელემენტებს, რომლებიც კონკრეტული წესების მიხედვით ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. კოლექტივის მთავარი მისიაა ხელოვნების მეშვეობით ადამიანის, როგორც ფენომენის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენი მიზანია შემოქმედებითი, თეორიული, ფილოსოფიური და სამეცნიერო აზროვნების სინთეზით, მულტიდისციპლინარული სახელოვნებო კვლევების განვითარება. ჩვენ ვაწყობთ პროექტებს და ვაერთიანებთ ხელოვანებს, მკვლევარებს, შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებს, ყველა შესაძლო დისციპლინიდან და მიმართულებიდან. Პროექტში ჩართული სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ერთ სივრცეში, ერთი იდეის ირგვლივ იმუშავებენ.მონაწილეები, პროექტის ზოგადი თემატიკის ირგვლივ, საკუთარ იდეას განავითარებენ; იდეა გულისხმობს არა დასრულებული შედეგის, არამედ პირადი აღქმისა და დამოკიდებულების გაზიარებას. მუშაობის ამგვარი ფორმა გამოწვევაა, რომელიც განსხვავებული ვარიაციების მიმღებლობას მოიცავს. ეს არის ახალი ენის შექმნის ან დავიწყებულის გახსენების მცდელობა.