SEMICONDUCTOR
We are suffering and trying survive global cataclysm, and if we will, then further life should be worth it, but for this to happen, we have to realize that the change in the our way of life and relation to everything around is extremely important, and this change concerns each of us personally within himself, regardless of the example of others. At the turn of a global catastrophe it's time to make the right choice between false and true values, mental breakthrough for preservation of our civilization and even more evolution step. When we ask what is future and way to survive for us, we must not forget that mind is given to us so that we ourselves can control the evolution course, then answers is simple: It is conservation of nature, wildlife, environmental protection, but we are polluting and destroying it. It is natural potential development, but we are hiding it to produce beneficial diseases. It is freedom of the individual, but we enslave each other and call it economy. It is human potential development and free public education, but we limit it with the privileges and barriers of different hierarchies so that one serves the other, forgetting that such stupidity will be the best soil for any evil, which will harm all of us in result. It is anti-materialism, science of consciousness and spiritual development of personality, but our god is money and our prophet is advertising. It is a biological revolution, which key is rejection of organic food, fruit is also alive, but when it ripens, tree gives it to the food for flat-toothed and furthermore conscious animal as we are, but corpses still are on our plates and we have overweight problem in half hungry world. Free energy is future and practically it is already available, but we make it expensive luxury. It is cosmopolitanism, unity, empathy, fraternity and equality of people and cultures, unification of nations into a single state of the earth, liberation from traditions based on restricting the development of human and deliverance from territorial boundaries, but we call it inaccessible idealism and greed still makes us distant and hostile to each other. Kind heart and strong mind will lead us to peace, mercy and health, but we ourselves crowned carnivorous gold of ancient coin as main virus core of our reality, against ability of love, forgetting that we are standing naked in the desert of matter and wind of changes will be indiscriminate and ruthless.

Lado Oniani


BACK


ნახევრად გამტარი

ჩვენ ვიტანჯებით და გლობალური კატაკლიზმისგან გადარჩენას ვცდილობთ. თუ გადავრჩით, შემდეგი ცხოვრება ამად უნდა ღირდეს. ეს რომ მოხდეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცვლილება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და დამოკიდებულებაში ყველაფრისადმი უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს ცვლილება ეხება თითოეულ ჩვენთაგანს, სხვისი მაგალითისგან დამოუკიდებლად. გლობალური კატაკლიზმის ჟამს დროა მოვახდინოთ სწორი არჩევანი ყალბ და ნამდვილ ფასეულობებს შორის, მენტალური გარღვევა ჩვენი ცივილიზაციის გადასარჩენად და ამაზე მეტიც – ევოლუციური ნაბიჯის გადადგომისათვის. როდესაც ვსვამთ კითხვას როგორი იქნება მომავალი და ვეძებთ გადარჩენის გზას, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ გონება მოცემულია სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ევოლუციის მართვა, მაშინ პასუხი მარტივია:

ეს არის გარემოს დაცვა, ველური ბუნების გადარჩენა, მაგრამ ჩვენ ვაბინძურებთ და ვანადგურებთ მას.  ეს არის ბუნებრივი პოტენციალის განვითარება, რომელსაც ვმალავთ რომ ვაწარმოოთ მომგებიანი სენი. ეს არის ინდივიდუმის თავისუფლება, ჩვენ კი, ვამონებთ ერთმანეთს და ვარქმევთ ამას ეკონომიკას. ეს არის ადამიანის პოტენციალის განვითარება საჯარო განათლების სახით, მაგრამ ჩვენ ვზღუდავთ ამას უპირატესობების და დაბრკოლებების სხვადასხვა იერაქიებით, რომ ერთი ემსახურებოდეს მეორეს. ჩვენ გვავიწყდება რომ ეს სიბრიყვე ნოყიერი ნიადაგია ნებისმიერი ბოროტებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ავნებს ყოველ ჩვენთაგანს. ეს არის ანტიმატერიალიზმი, გონების მეცნიერება  და პიროვნების სულიერი განვითარება, მაგრამ ჩვენი ღმერთი ფულია და წინასწარმეტყველი – რეკლამა. ეს ბიოლოგიური რევოლუციაა, რომლის გასაღებია ორგანულ საკვებზე უარის თქმა. ხილი ასევე ცოცხალია, მაგრამ როდესაც ნაყოფი მწიფეა, ხე გვაძლევს მას საკვებად ბრტყელ-კბილიან და ამაზე მეტიც “გონიერ” არსებებს, მაგრამ გვამი ჯერ ისევ ჩვენს თეფშზეა და ჭარბწონიანობის პრობლემაა ნახევრად მშიერ სამყაროში. თავისუფალი ენერგიაა მომავალი და პრაქტიკულად ის უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ჩვენ მას ვაქცევთ ძვირადღირებულ ფუფუნებად. ეს კოსმოპოლიტიზმია, ერთობა, თანაგრძნობა, ძმობა და თანასწორობა ადამიანებისა და კულტურების, ნაციების გაერთიანებაა დედამიწის ერთიან სახელმწიფოდ, იმ ტრადიციებისგან გათავისუფლებაა, რომლებიც დაფუძნებულია ადამიანის განვითარების შეზღუდვაზე, და ტერიტორიული საზღვრებისგან თავის დახსნაა, მაგრამ ჩვენ ამას ვუწოდებთ ხელმიუწვდომელ იდეალიზმს და სიხარბე კვლავ გვაუცხოებს და გვაძულებს ერთმანეთს. კეთილი გული და ძლიერი ჭკუა მოგვცემს მშვიდობას, წყალობას და ჯანმრთელობას, მაგრამ ჩვენ საკუთარი ხელით ვაგვირგვინებთ ძველთაძველი მონეტის ხორცისმჭამელ ოქროს, როგორც უზენაეს ბირთვს ჩვენი რეალობისა, სიყვარულის უნარის საწინააღმდეგოდ და გვავიწყდება, რომ შიშველი ვართ მატერიის უდაბნოში, სადაც ცვლილების ქარი განურჩეველი და დაუნდობელია.





ლადო ონიანი