ყვითელი ავტობუსი - გზად შინისკენ 2015-2020

დეკემბერი 2015


დღის ბოლო... მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მით უფრო ე.წ. ავტობუსით სიკვდილ - სიცოცხლის საკითხია. 
რომ არაფერი ვთქვათ საცობზე, არაადამიანურ ჭყლეტვასა თუ ამის მსგავს წვრილმანებზე ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ბოღმაა,
დაღლილი შეჭირვებული მოქალაქეობრივი 
ბოღმა,გაზავებული უსუსური არარეალიზებული არაფრისმაქნისი კრიტიკით, ერთმანეთის 
უმისამართო ლანძღვასა და ბოღმიან მზერაზე ორიენტირებით. 
არსად ისე არ გროვდება და იზილება ეს დღის 
ნაგროვები უარყოფითი ენერგია, როგორც 
ყვითელ ავტობუსში, რომელსაც ტექნიკურად 
მიყავხარ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ 
ამ ნიშნულამდე მიღწევა ბრძოლის ველია, 
ბოღმით დანაღმული ველი, რომელიც არ 
ფეთქდება...მიდის დაუსრლებლად და გავსებს ამ ბოღმით...
უაზრო ნაცრისფერი ბოღმით, რომლის 
 გამომწვევი მიზეზები უთვლადი და თან საგრნობად კონკრეტულია.  როდის მივალ სახლში?





დეკემბერი 2020


ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდა შიგადაშიგ... 5 წლის ქრონიკა არაა აქტივში,
აღარც ჭყლეტვაა...
აღარც ჭყლეტვისას მასიური ლანძღვა - შეტევა...  
სულაც აღარაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ეს შეჭირვებული, ქაოტური, წამლეკავი ბოღმა ისევ ჩვენთან არის, შიგნით არის
შეყოვნებული... უფრო ბობოქარია...
უფრო დაუნდობელი... უფრო გულცივი...
უფრო ინდიფერენტული... სასტიკად გულგრილი... უმისამართოდ ყალბი...
და “გზა შინისკენ” მენტალური ტკივილია...
ამ დროს სახლიც აღარაა სახლი... ბუტაფორიაა, რომელიც ცხვირწინ ინგრევა, ხელგაშვერილიბოროტებაა აზელილი სიყალბის ზეიმში... და მაინც სახლი სახლი აღარაა...
ჩანაცვლება... გადანაცვლება...
მაგრამ უცვლელი ბოღმა - სასტიკი, ყოვლისმომცველი... დამანგრეველი და წამლეკავი...
და მაინც ამ ნანგრევებზე ერთმანეთის დაუცველ სხეულებს თუ ვეძებთ თვალებით,
იქნებ გადავრჩეთ და არ ჩაგვიყოლოს...



მარიამ შერგელაშვილი

ENG