Dimond family - oil on canvas - 170 x 100 cm. - 2015

Crow family - oil on canvas - 124 x 90 cm. 2015

BIg foot family - oil on canvas - 124 x 90 cm. 2015
ძვირფასო მეგობრებო, ერთი წლის წინ მეგობრებმა მთხოვეს, რომ მათთვის ოჯახის პორტრეტი დამეხატა. როდესაც ხატვა დავიწყე და სურათი მზად იყო, ვიგრძენი, რომ ამ თემის გაღრმავება უნდა გამეგრძელებინა. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ჩემი აზრი: ჩვენს ქალაქებში ყოველდღე ვხედავთ ოჯახებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი შეუმჩნეველნი რჩებიან, რადგან ჩვენ მათ ჩვეულებრივ მოვლენათ მივიჩნევთ. თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში, როგორც ჩანს, ოჯახი ნაკლებად განიხილება, როგორც ურბანული მრავალფეროვნების ნაწილი, ან როგორც ურბანული ცხოვრების ნაწილი. მართლაც, ქალაქის სტაბილურობა და ბალანსი ემყარება ოჯახის ფენომენს. ამიტომ, როგორც მხატვარმა,  დავიწყე ოჯახების გამოკვლევა და ხატავა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებდი, რაღაც განსაკუთრებულს დოკუმენტურად ვაფორმებდი ჩემს ტილოზე.ამ რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე შვიდი ოჯახის პორტრეტი მაქვს დახატული. ახლა ეს თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა გაგაცნოთ ეს ნამუშევრები და გკითხოთ: რომელიმე თქვენგანი თუ თქვენი მეგობარი ხართ დაინტერესებული, რომ თქვენს ოჯახთან ერთად დაგხატოთ?
საუკეთესო სურვილებით

ლევან მანჯავიძე